საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება  ცნობილია თავისი მაღალკონკურენტუნარიანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991 წლიდან არსებობს. 
 
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები თეორიულ სწავლებასთან ერთად იძლევა სიღრმისეულ ცოდნას რეგონულ კვლევებში. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას გააჩნია თემატური მოდულები, რომლებიც ფოკუსირდება საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ ეკონომიაზე, ევროპისმცოდნეობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკასა  და რეგიონულ კვლევებზე.
 
მიმართულების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „ევრაზიისა და კავკასიის კვლევების“ ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კავკასიის პოლიტიკური პრობლემების მკვლევრები და პრაქტიკოსი სპეციალისტები.“ ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის“ სამაგისტრო პროგრამა ამ პროფილის ერთადერთი პროგრამაა რეგიონში, სადაც  ისწავლება ნაციონალიზმთან დაკავშირებული პოლიტიკური და კულტუროლოგიური საკითხები. „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის“ სამაგისტრო პროგრამა კი საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა და დიპლომატების მომზადების ძირითადი კერაა საქართველოში.